არქიტექტურა და მიდგომა
სისტემის შექმნისა და დანერგვის გზა
ჯერ ვეცნობით თქვენს სამუშაო პროცესს და ვათანხმებთ სისტემის მოთხოვნებს. შემდეგ მას ეტაპობრივად ვქმნით, რეალურ პირობებთან მიახლოებულ გარემოში ვამოწმებთ და თქვენს გუნდს სამუშაო ინსტრუქციებთან ერთად გადავცემთ.
სამუშაო ეტაპები
ექვსი ეტაპი, მკაფიო შედეგებით
ყოველი ეტაპი შემოწმებადი შედეგით სრულდება. თქვენ ხედავთ, რა გაკეთდა და რის საფუძველზე გადავდივართ შემდეგ ნაბიჯზე.
სამუშაო პროცესის შესწავლა
ვარკვევთ, როგორ მუშაობს გუნდი, რომელ სისტემებს იყენებს, რა დატვირთვა აქვს და სად ფერხდება პროცესი.
შედეგისამუშაო პროცესისა და შეზღუდვების აღწერა
მოთხოვნებისა და მიღების კრიტერიუმების შეთანხმება
ვათანხმებთ, რას უნდა აკეთებდეს სისტემა, რასთან უნდა იყოს დაკავშირებული და როგორ შევამოწმებთ, რომ მოთხოვნები შესრულდა.
შედეგიშეთანხმებული მოთხოვნები და მიღების კრიტერიუმები
ეტაპობრივი განვითარება
სისტემას შეთანხმებული რიგით ვქმნით. პირველ რიგში იმ ნაწილებს ვამუშავებთ, რომლებიც ყველაზე დიდ რისკს ამცირებს.
შედეგითქვენს გუნდთან ერთად შემოწმებული ფუნქციები
შემოწმება რეალისტურ პირობებში
სისტემას შესაბამისი მონაცემებით, მოსალოდნელი დატვირთვითა და შეფერხების სცენარებით ვამოწმებთ.
შედეგიტესტის შედეგები მიღების კრიტერიუმების მიხედვით
გაშვება და აღდგენის გეგმა
გაშვებამდე ვგეგმავთ ახალ სისტემაზე გადართვას და ვამოწმებთ, როგორ აღვადგენთ წინა მდგომარეობას პრობლემის შემთხვევაში.
შედეგიგაშვების გეგმა და შემოწმებული აღდგენის პროცედურა
სისტემის გადაცემა თქვენი გუნდისთვის
გუნდს გადავცემთ სამუშაო ინსტრუქციებს და ერთად გავდივართ სისტემის მართვისა და შეფერხებაზე რეაგირების წესებს.
შედეგიდოკუმენტაცია და გუნდის პრაქტიკული გაცნობა სისტემასთან
როგორ არის სისტემა მოწყობილი
ქსელი, ინფრასტრუქტურა, მონაცემები და აპლიკაცია
ამ ნაწილებიდან ერთის შეფერხება ხშირად მთელ სისტემაზე მოქმედებს. ამიტომ მათ ერთად ვაპროექტებთ და ერთად ვაკვირდებით.
- სამუშაო პროცესები
- გუნდები
- მხარდაჭერა
- ანგარიშგება
- პლატფორმები
- Flow
- Spot
- ინდივიდუალური აპლიკაციები
- მონაცემები
- კატალოგები
- ჩანაწერები
- ისტორია
- ინფრასტრუქტურა
- ქლაუდი
- ლოკალური სერვერები
- ჰიბრიდული გარემო
- ქსელი
- ლოკაციები
- სეგმენტები
- კავშირები
არქიტექტურის პრინციპები
პრინციპები, რომლებსაც ყველა პროექტში ვიცავთ
ამ პრინციპებით ვმუშაობთ როგორც მცირე ინტეგრაციაზე, ისე სრულ პლატფორმაზე.
მკაფიო საზღვრები
თითოეულ კომპონენტს თავისი ფუნქცია აქვს, სხვა კომპონენტებთან კავშირი კი დოკუმენტირებულია. სისტემის მუშაობა დაუწერელ წესებს არ უნდა ეყრდნობოდეს.
მართვა და დიდი ფაილების დამუშავება განცალკევებულია
გადაწყვეტილებების მიღება და დიდი ფაილების დამუშავება სხვადასხვა ნაწილში სრულდება. ასე თითოეულის გაფართოება და პრობლემის მოგვარება დამოუკიდებლად შეიძლება.
მონიტორინგი თავიდანვე
სისტემის მდგომარეობას, დატვირთვასა და შეცდომებს გაშვების დღიდან ვაკვირდებით, რათა შეფერხება დროულად შევამჩნიოთ.
ცვლილებების უსაფრთხო დანერგვა
განახლების, მონაცემების გადატანისა თუ პარამეტრების შეცვლის წინ ვამოწმებთ, როგორ აღვადგენთ სისტემას წარუმატებლობის შემთხვევაში.
ამოცანის შესაბამისი ტექნოლოგია
ვირჩევთ ტექნოლოგიას, რომლის მხარდაჭერაც თქვენს გუნდს შეუძლია. ზედმეტ სირთულეს მხოლოდ იმიტომ არ ვამატებთ, რომ ახალია.
გასაგები დოკუმენტაცია
ვწერთ, როგორ არის სისტემა მოწყობილი, რატომ მივიღეთ ძირითადი გადაწყვეტილებები და როგორ უნდა მართოს ის გუნდმა.
გადაცემა
რას იღებს თქვენი გუნდი
გაშვების შემდეგ გუნდს უნდა შეეძლოს სისტემის დამოუკიდებლად მართვა და შეფერხებაზე რეაგირება.
- არქიტექტურისა და კომპონენტების ფუნქციების აღწერა
- ყოველდღიური მუშაობისა და აღდგენის ინსტრუქციები
- მონიტორინგისა და გაფრთხილებების განმარტება
- განახლებისა და წინა ვერსიაზე დაბრუნების წესი
- სხვა სისტემებთან კავშირების დოკუმენტაცია
- პრაქტიკული გაცნობა სისტემის მართვაზე პასუხისმგებელი გუნდისთვის
ჯერ თქვენი სამუშაო პროცესი გავიცნოთ
სანამ გადაწყვეტას შემოგთავაზებთ, უნდა გავიგოთ, როგორ მუშაობს თქვენი გუნდი და რა უშლის ხელს.